ფეხბურთი

0:34 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუელსში" 10 ნომრით მესი ითამაშებს...

ისტორია მეორდება - „ნიუელს ოლდ ბოიზს“ ახალი მესი ჰყავს. არგენტინული კლუბის ღირსებას 20-წლამდე კოპა ლიბერტადორესზე 19 წლის ფეხბურთელი, ხოაკინ მესი დაიცავს.

კლუბმა ის ოფიციალურად წარადგინა და რაც მთავარია, 10-ნომრიანი მაისური გადასცეს.

როგორც ხოაკინმა აღნიშნა, ლიონელი მისი ნათესავი არ არის, უბრალოდ, ქალაქში, სადაც გაიზარდა, მესების სხვა ოჯახებიც არიან. ახალგაზრდა მესის განცხადებით, მისი ოცნება ლიონელთან ერთად თამაშია და ერთ გუნდში თუ იქნებიან, 10-ნომრიანი მაისურის დათმობაზეც თანახმაა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი ბავშვობაში, 1995-2000 წლებში „ნიუელსის“ აკადემიაში თამაშობდა. რა თქმა უნდა, როცა მესის და 10 ნომერს გახსენებთ, იქ მისი მოგვარის გამოჩენაც უკვე თავისთავად საინტერესო ამბავია.

0.112977