ავსტრალიის ჩემპიონატში ბექა მიქელთაძე შედეგიან თამაშს აგრძელებს და მორიგი გოლი გაიტანა. „ნიუკასლ ჯეტსის“ თავდამსხმელმა ამჯერად „მელბურნ სიტის“ გაუტანა.
მიქელთაძემ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მეტოქის კარში გოლი 59-ე წუთზე პენალტით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მთლიანობაში 7 თამაშში 6 გოლია ბექას ანგარიშზე და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
„ნიუკასლ ჯეტსმა“ „მელბურთან“ 2:4 წააგო და 8 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 12 თებერვალს, სტუმრად „მელბურნ ვიქტორის“ შეხვდება.