ფეხბურთი

14:20 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მუსა დემბელემ, კარიერა დაასრულა

„ტოტენჰემ ჰოთსფურისა“ და ბელგიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მუსა დემბელემ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა - გვამცნობს HLN.

წყაროს ინფორმაციით, 34 წლის მუსა ქალაქ ანტვერპენში ცხოვრებას და ოჯახთან მეტი დროის გატარებას აპირებს.

დემბელეს ბოლო კლუბი ჩინური „გუანჩჟოუ სიტი“ გახლდათ, სადაც ის „ტოტენჰემიდან“ 2019 წელს გადავიდა 5,35 მილიონ ევროდ. სულ, საკლუბო კარიერაში დემბელემ 578 მატჩი გამართა, 62 ბურთი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბელგიის ნაკრებში ის 2006-18 წლებში თამაშობდა. 82 შეხვედრა ჩაატარა და ხუთჯერ გამოიჩინა თავი.

0.119338