თამაშგარე

11:25 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რა აკავშირებს გორის “დილას“ ფეხბურთელს მსახიობ თაკო ტაბატაძესთან?

ბოლო დღეებში ფაქტობრივად მთელი ქართული ბულვარული მედია და ინტერნეტ-სივრცე გადაივსო მსახიობ თაკო ტაბატაძისა და მუსიკოს გია ბაღაშვილის დაშორების სკანდალით, რომელიც როგორც აღმოჩნდა სულაც არ ყოფილა ახალი ამბავი და როგორც მსახიობი ირწმუნება, უკვე სამი წელია რაც გია ბაღაშვილი და ის ერთად აღარ არიან.

ჩვენი რუბრიკისთვის საინტერესო ამ ამბავში კი ისაა, რომ როგორც ქართული “ყვითელი მედია“ ირწმუნება, თაკოს (რომელსაც გარეგნული მსგავსების გამო ქართველ ოდრი ჰეპბერნსაც ეძახიან) ახალი გულისსწორი, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მობურთალი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, გორის “დილას“ თავმდამხმელი ნუგზარ (ნუგო) სპანდერაშვილია. ჟურნალისტებმა ნუგო და თაკო ერთად “ფეისბუქის სთორებში“ რამდენჯერმე დააფიქსირეს.

ფეხბურთელი ამ ამბავზე ჯერ არაფერს ამბობს, თაკო ტაბატაძემ კი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მინდა ვუპასუხო უამრავ შეკითხვას,რომელიც სოციალურ ქსელებში დამხვდა.

მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულებივართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება. თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან თუმცა, გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე რომელსაც იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები”.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.117088
სარეკლამო ადგილი - 99
X x X