საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პორტუგალიასთან მატჩის (25:25) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გულშემატკივრებთან მისვლა მოერიდათ და სტადიონს საპატიო წრე ამიტომ არ დაარტყეს.
"გულშემატკივარს მინდა მივმართო. თამაში რომ დამთავრდა პირდაპირ გასახდელში შემოვედით. არ მინდა გულშემატკივარს ეგონოს, რომ ისინი არ დავაფასეთ და ამიტომ არ დავარტყით საპატიო წრე, უბრალოდ მოგვერიდა მათი გულების გახარება რომ ვერ შევძელით და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საპატიო წრის დარტყმა არ გვეკუთვნოდა და შემოვედით პირდაპირ გასახდელში. რომელიმე გულშემატკივარს ეს თუ ეწყინა, ძალიან ვთხოვ სწორედ გაიგოს. ჩვენ ამით უფრო დავაფასეთ ისინი, ჩავთვალეთ, რომ საპატიო წრე არ გვეკუთვნოდა", - თქვა შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარებს.