კალათბურთი

19:43 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 12 და თად მაკფადენის 8 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თად მაკფადენის „მურსია“ 87:71 დაამარცხა. მატჩის ბედი მეორე და მესამე პერიოდმა გადაწყვიტა, რომლებიც კანარიელებმა სოლიდური სხვაობით მოიგეს.

გიორგი შერმადინს 18 წუთში ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 12 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა.

თად მაკფადენმა 20 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 8 ქულა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 2-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 10 მოგებით და 8 წაგებით მეშვიდე ადგილზეა და 12 თებერვალს „ჟუვენტუტ ბადალონას“ შეხვდება, ხოლო „მურსია“ ასევე 10 გამარჯვებით და 8 მარცხით მეექვსე პოზიციაზეა და 13 თებერვალს, „ბარსელონას“ შინ დაუპირისპირდება.

0.144416