ფეხბურთი

19:10 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის 90 წუთი და მშრალი კარი "სოსიედადთან"

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსია“ შინ „სოსიედადს“ დაუზავდა (0:0), გიორგი მამარდაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.

21 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგაში ზედიზედ ჩატარებული 6 მატჩისა და სექტემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა. გიორგის ურიგო თამაში არ ჰქონია და მოპოვებულ ქულაში თავისი წვლილი ორი სეივით შეიტანა. განსაკუთრებით ეფექტურად კი მან 22-ე წუთზე ითამაშა, როცა მეტოქის დარტყმას ნახტომში გაუმკლავდა.

ქართველმა მეკარემ ხოსე ბორდალასისგან ბოძებული შანსი ამჯერად ნამდვილად გამოიყენა და ვნახოთ, მისცემს თუ არა, ესპანელი სპეციალისტი მას მომდევნო მატჩებშიც თამაშის შესაძლებლობას. მიმდინარე სეზონში გიორგის აქტივში 7 თამაშია, საიდანაც 3 შემთხვევაში გოლი არ გაუშვა.

„ვალენსიას“ 30 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 თებერვალს „ალავესს“ სტუმრად შეხვდება. თუმცა, მანამდე, შუა კვირაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

0.673041