ლონდონის „ტოტენჰემის“ ლიდერმა ჰარი კეინმა ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის აზროვნება შეცვალა.
„კონტე შესანიშნავია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად კარგია. მან ნამდვილად შეცვალა „ტოტენჰემის“ აზროვნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომისმოყვარეობა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა“, - თქვა კეინმა.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეცვალა და ინგლისური გუნდი 2023 წლის ზაფხულამდე ჩაიბარა.