სხვა

4:45 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიელმა შოუტენმა 3 000 მეტრზე ციგურაობაში ოლიმპიური ოქრო აიღო

პეკინის ოლიმპიადის პირველ დღეს, ჰოლანდიელმა ფავორიტმა ირენ შოუტენმა, 3 000 მეტრზე ციგურაობის ფინალში იტალიელი ფრანჩესკა ლოლობრიჯიდა დაამარცხა და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

29 წლის შოუტენი დისტანციის ნახევრის შემდეგ უკან იყო. მაგრამ მეორე ნახევარში დაწინაურება შეძლო და გამარჯვებასთან ერთად, ოლიმპიური რეკორდიც (3 წუთი და 56.93 წამი) დაამყარა.

„თავიდან ზედმეტად ვნერვიულობდი, რაც გამარჯვების მოლოდინის გამო მოხდა. მაგრამ შემდეგ დავმშვიდდი და ეს შევძელი. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა შოუტენმა, ვინც ლოლობრიჯიდა 1.13 წამით ჩამოიტოვა. მესამე ადგილი კანადელმა იზაბელ ვაიდმანმა დაიკავა.

იტალიის რეკორდსმენი ლოლობრიჯიდა, ვინც კინოვარსკვლავ ჯინა ლოლობრიჯიდას ნთესავია, განაცხადა, რომ მეტოქის დამარცხებას, კარგი სტარტის წყალობით აპირებდა. მართალია, მიზანს ვერ მიღწია, მაგრამ იმითაც კმაყოფილი დარჩა, რომ ფავორიტს კარგი ბრძოლა გაუმართა.

მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა მსოფლიო რეკორდსმენი, ჩეხი მარტინა საბლიკოვა, ოლიმპიური ჩემპიონი (ოქრო პიონჩანში აიღო) ჰოლანდიიდან კარლინ ახტერეეკტე კი მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ წინა ოლიმპიური რეკორდი (3.57.70) გერმანელ კლაუდია პეხშტაინს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 2002 წელს დაამყარა სოლტ ლეიკ სიტიში. 49 წლის პეხშტაინი პეკინშიც ასპარეზობს და ეს მისთვის მერვე ოლიმპიადაა. ის ამჯერად მე-20 ადგილს დასჯერდა.

0.14048