ფეხბურთი

2:10 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

თარსი რაკიტიჩი

„სევილიამ“ „ოსასუნასთან“ „ოქროს ქულები“ დაკარგა. ანდალუსიელებს 76 წლის შემდეგ ისევ გაუჩნდათ ტიტულის მოპოვების შანსი, ლიდერ „რეალს“ ფეხდაფეხ მიჰყვებიან, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლათ.

ჯერ იყო და, მოთელვის დროს ლუკას ოკამპოსი დაშავდა. მის მაგიერ სასტარტოში თარსი ივან რაკიტიჩი ჩაწერეს. მერე, მე-5 წუთზე გონსალო მონტიელმა მიიღო ტრავმა და ის ხესუს კორონამ შეცვალა.

ანდალუსიელები ცდილობდნენ, მაგრამ მასპინძლები უფრო ყოჩაღობდნენ. ყველაზე ჯარგი მომენტი მათ შესვენების წინ შეექმნათ, როცა სტუმარმა ხოან ხორდანმა უხეში შეცდომა დაუშვა, ესეკიელ ავილამ კი ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

მომენტებით დახუნძლული არ მეორე ტაიმი ყოფილა. ნულოვანი ფრე ალბათ ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო. თუმცა სევილიელეს უკვე წამატებულ წუთებზე მიეცათ ანგარიშის გახსნის და „რეალთან“ უფრო მიახლოების შანსი, როცა ჟიულ კუნდემ მანუელ სანჩესთან ბრძოლისას პენალტი მოიპვა. მაგრამ რაკიტიჩის დარტყმა სერხიო ერერამ მოიგეროა და მატჩის გმირადაც იქცა.

კიდევ შეიძლება „სევილიაში“ ანტონი მარსიალის დებიუტი აღვნიშნოთ, თუმცა ღირებული არც ექს-მანჩესტერელს შეუქმნია რამე.

ახლა „სევილიამ“ 27 ქულა მოაგროვა და „რეალს“ სამი პუნქტით ჩამორჩება. თუმცა, „სამეფო კლუბს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და კვირას „გრანადას“ მასპინძლობს.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

23-ე ტური. 5 თებერვალი

ოსასუნა - სევილია 0:0

პამპლონა. „ელ-სადარი“

90+2 წუთზე რაკიტიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ოსასუნა: ერერა, კრუსი (უნაი გარსია 82), დავიდ გარსია, რამალიო, სანჩესი, მონკაიოლა, მარტინესი (პერესი 75), ტორო, რუბენ გარსია (კოტე 66), ბუდიმირი (კიკე 66), ავილა (ბენიტო 75)

მწვრთნელი: არასატე

სევილია: ბუნუ, მონტიელი (კორონა 6), კარლოსი, რაკიტიჩი, აკუნია, გუდელი (კუნდე 58), ხორდანი, ოლივერ ტორესი (გომესი 58), მარსიალი (ელ-ჰადადი 77), ოკამპოსი, ენ-ნესირი (მირი 77)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: ვალენტინ პისარო გომესი

გაფრთხილება: სანჩესი (56); გუდელი (33)

ელჩე - ალავესი 3:1

0:1 ხოსელუ (18), 1:1, 2:1 მილია (46, 58), 3:1 ფიდელი (86)

მალიორკა - კადისი 2:1

0:1 ალკარასი (8), 1:1 სალვა სევილია (20 პენ), 2:1 მურიკი (66 პენ)

სელტა - რაიო ვალეკანო 2:0

1:0, 2:0 მენდესი (12, 80)

0.094711