ფეხბურთი

21:06 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის პირველი მარცხი "ჰალ სიტიში"

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ პირველი თამაში წააგო. „სუონსი სიტისთან“ სადებიუტო გამარჯვების შემდეგ (2:0) ქართველი სპეციალისტის გუნდმა შინ „პრესტონთან“ ვერაფერი გააწყო - 0:1.

30-ე ტურის შეხვედრაში ერთადერთი გოლი კემერონ არჩერმა 51-ე წუთზე გაიტანა და შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად, „ჰალმა“ არველაძის თავკაცობით პირველი მარცხი განიცადა.

„ჰალ სიტი“ 29 თამაშში მოპოვებული 32 ქულით მე-19 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 9 ქულითაა დაცილებული. არველაძის გუნდი მომდევნო ტურში 8 თებერვალს, „დერბი ქაუნთის“ ესტუმრება.

0.102112