ფეხბურთი

15:15 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "ატლეტიკოს" მორატას ტრანსფერზე ფასდაკლებას სთხოვს

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ალვარო მორატას ტრანსფერის ფასდაკლების საკითხზე მიმართავს.

ესპანელი ფორვარდი „იუვეში“ ზაფხულამდე იჯარით იმყოფება და იტალიური გრანდს მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ეს ფასი ტურინელებს ეძვირებათ და მადრიდელებს მიმართავენ, რომ ფასი 20 მილიონ ევრომდე შეამცირონ.

ჯერჯერობით, „ატლეტიკო“ არ გამოთქვამს მზაობას ამ წინადადებაზე, მაგრამ ვინაიდან მორატას დაბრუნებას გუნდში არ აპირებენ, რადგან ამ შემთხვევაში ხელფასის სახით მისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, შესაძლოა მოლაპარაკებებში ჩაერთონ.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩი შეიძინა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის მორატა ძალიან მოსწონს და მას მაინც განიხილავს მნიშვნელოვან ფიგურად, კლუბის ხელმძღვანელობასაც მან მოსთხოვა გამოსყიდვაზე მუშაობა დაეწყოთ.

ალვარო მორატა „იუვეს“ 2020 წელს ორწლიანი იჯარით შეუერთდა და განვლილ პერიოდში 73 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა. იანვარში ესპანელი ახლოს იყო „ბარსელონაში“ გადასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და მიმდინარე სეზონს ის იტალიაში დაასრულებს.

0.130163