ფეხბურთი

13:04 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტალიაფიკო: "ბარსელონაში" "აიაქსმა" არ გამიშვა, უნიკალური შანსი დავკარგე"

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ განაცხადა, რომ იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლა სურდა, მაგრამ ნიდერლანდურმა კლუბმა მას ხელი შეუშალა, რის გამოც იმედგაცრუებულია.

„ბარსელონა“ ჩემთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობა იყო, მაგრამ „აიაქსი“ არ დამეხმარა. კლუბის ხელმძღვანელობამ იმედი გამიცრუა, უნიკალური შანსი ხელიდან გამაშვებინეს. მესმის, რომ იანვარია, მაგრამ ეს საქმე ორივესთვის სასარგებლო იყო. „აიაქსს“ ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტო ვიფიქრე, რომ წასვლის დრო იყო“, - თქვა ტალიაფიკომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას ტალიაფიკო „აიაქსის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მას შემდეგ 154 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მანამდე 29 წლის ფეხბურთელი „ბანფილდის“, „მურსიას“ და „ინდეპენდიენტეს“ რიგებში ირჯებოდა, არგენტინის ნაკრებში კი 37 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.

0.141948