ფეხბურთი

10:44 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "მჯერა, რომ უფრო ძლიერები ვიქნებით"

ინგლისური „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „პრესტონს“ უმასპინძლებს და მატჩის წინ შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა. ქართველმა სპეციალისტმა როგორც მოახლებულ შეხვედრაზე, ისე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში დამატებულ ახალ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

„ახლა ცოტა უფრო ძლიერები ვართ ამ ტრანსფერებით და მეტი ვარიანტი გვაქვს. იანვარში ტრანსფერები ადვილი არასდროსაა, ამიტომ კმაყოფილი ვარ. ჯერ კიდევ ბევრი თამაში გველოდება და მჯერა, რომ გავძლიერდებით. საიადმანეშის ადაპტაციის სისწრაფით გაკვირვებული ვარ. ვნახე, რომ პირველივე ვარჯიშზე ძალიან აქტიური იყო, ბიჭები მას კარგად შეხვდნენ და დავინახე, რომ ის იდგა და მათ ესაუბრებოდა ვარჯიშის შემდეგ, ეს მშვენიერი სანახავი იყო.

მარკუს ფორსმა ვარჯიშებზე აჩვენა, რომ შესანიშნავი ფინიშერია. როდესაც არავინ ელოდა, მაშინ შეძლო შემობრუნება და გატანა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ მისი გაფორმებით. ის არის მოთამაშე, რომელიც გაგვაძლიერებს.

ლიამ უოლშს ბურთთან კარგად შეხება შეუძლია, გრძნობს, როდის უნდა წავიდეს წინ, გაჩერდეს, შეიცვალოს მხარე. ეს ყველაფერი მან ჯერ კიდევ ვარჯიშზე აჩვენა, ის ჭკვიანი ფეხბურთელია.

„პრესტონთან“ ქულები უნდა ავიღოთ. გვინდა, კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ კარგი თამაშით, მაგრამ ქულები მნიშვნელოვანია. ჩვენს მეტოქეში გარკვეული ცვლილებებია, ვფიქრობ, ძალიან ძლიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი, ბოლო წუთამდე იბრძვის, რაშიც ჩემპიონატის უმეტეს გუნდს ჰგავს, ამისთვის მზად ვართ“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, „ჰალ სიტისა“ და „პრესტონის“ მატჩი 5 თებერვალს გაიმართება. ქართველი სპეციალისტის გუნდი ამ დროისთვის 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.

0.109376