სხვა

2:35 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯამ ოლიმპიადისთვის ტრავმა მოიშუშა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოფია გოჯამ, კორტინა დ’ამპეცოში მიღებული ტრავმა ორ კვირაში მოიშუშა და პეკინის ოლიმპიადაზე საასპარეზოდ მზადაა. ის ვარჯიშს დაუბრუნდა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დაცვას, 15 თებერვალს შეეცდება, როდესაც ქალთა დაშვების რბოლა გაიმართება.

გოჯა ბოლო ორ სეზონს შესანიშნავად ატარებს. გასულ სეზონში დაშვებაში ბროლის მცირე გლობუსი მოიპოვა და ამ სეზონში მისი შენარჩუნების რეალური შანსი აქვს. თავისი ოლიმპიური ოქრო მან პიონჩანის (სამხრეთი კორეა) თამაშებზე, 2018 წელს მოიპოვა.

გოჯა კორტინაში, სუპერ გიგანტის რბოლაში მონაწილეობისას დაეცა და მარცხენა მუხლი და მყესები დაიზიანა. ამის გამო, პეკინში მისი გამოსვლა ეჭვის ქვეშ დადგა. მაგრამ იტალიის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც ფანებს ახარა, რომ თხილამურებს დაუბრუნდა:

„დღეს მე ისევ თხილამურებზე დავდექი. ამ გრძნობის გამოხატვა არ შემიძლია. მალე: ოლიმპიური თამაშები ჩინეთში“.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ გამოაცხადა, რომ გოჯასგან მიიღო ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარჯიშობს.

თეგებისოფია გოჯა
0.114665