ფეხბურთი

22:08 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" გიუნდოგანს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"მანჩესტერ სიტი" ილქაი გიუნდოგანისთვის ახალი კონტრაქტს ამზადებს. აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes-ი ავრცელებს. გერმანიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და "ინგლისური გრანდი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად წინასწარ სამზადისს იწყებს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" ფეხბურთელს ხელშეკრულების ორი წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს. ჯერჯერობით უცნობია ახალი ხელფასის ოდენობა.

გიუნდოგანმა მიმიდნარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი მოედანზე საშუალოდ ერთ მატჩში 71 წუთს ატარებს და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ განიცდის.

0.122189