ფეხბურთი

20:46 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ალვარესით აღფრთოვანებულია

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ხულიან ალვარესის კლუბისთვის კარგი შენაძენია. "ქალაქელებმა" არგენტინის ეროვნული ნაკრების და "რივრ პლეიტის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი 17 მილიონ ევრს სანაცვლოდ დაიმატეს.

"ფეხბურთელის თამაში ბევრჯერ ვნახე და მასზე ინფორმაცია მქონდა. მისი ასაკის, ფასის და კიდევ სხვა ბევრი მიზეზის გამო, მომავლისთვის ეს იყო ძალიან, ძალიან კარგი გარიგება. მას აქვს გოლის გატანის ალღო, სათამაშო ხარისხი და კარგი მანერები მოედანზე, იგი ქუჩის ფეხბურთელია." - ციტირებს Sky Sports-ი ესპანელის სიტყვებს.

ალვარესს ეროვნულ ნაკრებში ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო არგენტინული კლუბის რიგებში 95 მატჩში თავი 34 გოლით გამოიჩინა.

0.126397