ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირზე შემორჩენილი ოთხი გუნდი დაწყვილდა.
წილისყრის შედეგად, „რაიო ვალეკანო“ „ბეტისს“, ბილბაოს „ატლეტიკი“ კი „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.
პირველი მატჩები 9-10 თებერვალს, ხოლო საპასუხო 2-3 მარტს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, 23 აპრილს, სევილიაში, „ესტადიო ლა კარტუხაზე“ შედგება.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ ღირსებას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს და ესპანურ კარიერაში პირველივე სეზონში ტიტულის მოგების შანსი აქვს.