რაგბი

18:38 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა გორგაძე ტოპ 14-ის იანვრის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

ფრანგული „პოს“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძე ტოპ 14-ის იანვრის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

ქართველმა მორაგბემ გულშემატკივართა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და დიდი აღიარება დაიმსახურა - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეტესო ჩემპიონატში თვის საუკეთესო მორაგბე გახდა.

„პომ“ იანვარში „ბრივსა“ და „კლერმონს“ მოუგო, ორივე მატჩში ბექა გამორჩეული იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა „კლერმონთან“ ლელოც მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბექა გორგაძეს საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 თამაშში 2 ლელო აქვს საკუთარ ანგარიშზე.

0.107754