ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა დასახელდა.
გასულ თვეში ესპანელმა კარის დარაჯმა 22 სეივი შეასრულა, ოთხ თამაშში 4 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ერთხელ შეინახა. აღსანიშნავია, რომ დე ხეა 2016 წლის თებერვლის შემდეგ პირველი მეკარეა, რომელიც თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მაშნ ეს პრიზი ფრეიზერ ფორსტერმა მოიგო.
იანვარში პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად „ვულვზის“ მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაჟე დასელდა.
პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა იანვარში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო („მანჩესტერთან“ 1:0, „საუთჰემპტონთან“ 3:1 და „ბრენტფორდთან“ 2:1).