ფეხბურთი

22:39 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კვიპროსის თასის მეოთხედფინალში გავიდა

ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, კვიპროსის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ფამაგუსტელებმა მერვედფინალში „პაფოსთან“ უგოლო ფრე ითამაშეს და ვინაიდან პირველი მატჩი სტუმრად 3:1 ჰქონდა მოგებული, მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და კარის მშრალად შენახვა შეძლო.

“ვულოცავ გუნდს და ფეხბურთელებს მომდევნო ეტაპზე გასვლას. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ ვითამაშეთ და რთული მატჩი იყო, მაგრამ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც სამ დღეში გველოდება“, - თქვა ქეცბაიამ მატჩის შემდეგ.

კვიპროსის თასის მეოთხედფინალში ასევე გასულია თორნიკე ოქრიაშვილის, მურთაზ დაუშვილისა და გიორგი ქვილითაიას „აპოელი“ და რევაზ ინჯგიას „აპოლონი“. აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 27 ქულით მეექვსე ადგილზეა, 6 თებერვალს კი ჩემპიონატში იმავე „პაფოსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.117619