ფეხბურთი

21:30 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი: "არსენალში" პრობლემა მხოლოდ არტეტასთან მქონდა"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლონდონის „არსენალიდან“ წასვლის მიზეზი დაასახელა - მიკელ არტეტა. როგორც გაბონელმა აღნიშნა, მას პრობლემა მხოლოდ ესპანელ სპეციალისტთან ჰქონდა, თუმცა დეტალების გამხელა არ მოინდომა.

„არსენალში“ ჩემი ბოლო რამდენიმე თვე რთული იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩემი მხრივ, არასდროს მინდოდა რაიმეს ცუდის გაკეთება. ერთადერთი პრობლემა არტეტასთან მქონდა, მეტს ვერაფერს ვიტყვი, ბედნიერი არ ვიყავი.

მხოლოდ ის იყო პრობლემა და ეს გადაწყვეტილება მიიღო. არტეტა საკმაოდ უკმაყოფილო იყო, მე კი მშვიდად ვიყავი. „ბარსელონაში“ გადასვლა ძალიან მინდოდა, რის გამოც დილით ადრე გაფრინდი, რადგან მსურდა ყველაფერი მალე დამესრულებინა. ბოლო მომენტამდე ველოდებოდი, კონტრაქტს ხელი 2 წუთით ადრე მოვაწერე, რადგან „არსენალთან“ საქმის მოგვარება რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ აქ ვარ“, - თქვა ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალში“ 2018 წლის იანვრიდან 163 მატჩში 92 გოლის გატანა მოახერხა. მან „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

0.11401