ფეხბურთი

20:56 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონში" ლამპარდის ასისტენტი ეშლი კოული იქნება

ლივერპულის „ევერტონის“ სამწვრთნელო შტაბში ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი კოული იმუშავებს.

ინგლისელი მცველი ლამპარდის თანაშემწე იქნება. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან წლების განმავლობაში „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ.

მოგეხსენებათ, 41 წლის ლამპარდმა „ევერტონი“ სამი დღის წინ ჩაიბარა და რაფაელ ბენიტესი შეცვალა.

0.112754