„მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა გუნდის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი იტყობინება.
ესპანელმა ხმების 67% დააგროვა. მეორე ადგილზე ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი 12%-ით გავიდა, ხოლო მესამეზე ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდესი 11%-ით. აღსანიშნავია, რომ დე ხეა „მანჩესტერის“ თვის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მესამედ დასახელდა.
იანვარში ესპანელმა მეკარემ ყველა ტურნირზე ხუთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაუშვა და ორჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
შეგახსენებთ, რომ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.