„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მილანის „ინტერის“ ხორვატი ნახევარმცველით, მარსელო ბროზოვიჩით დაინტერესდა - გვამცნობს Sport.es.
29 წლის ბროზოვიჩი ერთ-ერთი მოთამაშეა ვისითაც კატალონიური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას აპირებს. ბროზოვიჩს „ინტერისგანაც“ მიუღია კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე წინადადება, მაგრამ უარი უთქვამს.
ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობს.