ფეხბურთი

10:51 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავანი „რივერ პლეიტში“ არ გადავა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ურუგვაელი თავდმსხმელი, ედინსონ კავანი, არგენტინულ „რივერ პლეიტში“ არ გადავა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

მხარეებს არ აქვთ ამ ტრანსფერისადმი ინტერესი. არადა, ბოლო დღეებში მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს კავანი „მანჩესტერის“ დატოვებას აპირებდა.

ურუგვაელი „იუნაიტედში“ მაისამდე, ანუ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. ამბობენ, ძალების გამოცდა ესპანურ პრიმერაში სურსო.

კავანი „მანჩესტერში“ 2020 წელს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112441