მაურიციო სარიმ, შესაძლოა, „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაა - გვამცნობს Football Italia.
სარი უკმაყოფილოა „ლაციოს“ დირექტორების მუშაობით იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას. კერძოდ, მათ ჟოვანი კაბრალა შეიძინეს, სარის და მის თანაშემწეებს წარმოდგენა არ აქვთ ვინ არის ეს ფეხბურთელი. მათ მოთამაშის რამდენიმე ვიდეოს უყურეს სანამ სპორტული დირექტორი, იგლი ტარე ხელშეკრულებას აფორმებდა.
წყაროს ინფორმაციით, სარი ძალიან გაბრაზებული ყოფილა და ხელმძღვანელობისთვის ულტიმატუმი წაუყენებია - ან მე, ან ტარეო.
კლუბი მას ახალ, ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ სპეციალისტი ჯერ თავს იკავებს.