ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სულ მალე ბაბუა გახდება. ამის შესახებ საზოგადოებას ზინედინის შვილმა ამცნო. ენცო ზიდანმა ცოლთან ერთად სოციალურ ქსელებში გამოქვეყნა ეხოსკოპიის ფოტო, სადაც ჯერ ისევ მუცლადმყოფი მისი პირმშოა გამოსახული.
ზინედინ ზიდანს მალე ერთობ ნიშანდობლივი თარიღი ექნება . ის ამ ზაფხულს 50 წლის ხდება. დაგვეთანხმებით. პატარა საქმე სულაც არაა, როდესაც ადამიანმა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში ლამის ყველაფერი მოიგო, განგებამ დამატებით ბედნიერებად ბაბუობაც რომ უბოძა.
რაც შეეხება “ზიზუს“ სამწვრთნელო კარიერას, ამ მხრივ ლეგენდარულ ფრანგს დიდი შესვენება აქვს და როგორც თავად ამბობს, მხოლოდ სერიოზულ შემოთავაზებებზე დაფიქრდება. ხოლო რა უნდა იყოს მისთვის ეს “სერიოზული შეთავაზება“, ჯერჯერობით არაა ცნობილი.