„პარი სენ ჟერმენის“ მცველი სერხიო რამოსი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ ორივე მატჩს გამოტოვებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის თასზე „ნიცასთან“ შეხვედრაში მიიღო და Le Parisien-ი იტყობინება, რომ რამოსი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩებისთვის დიდი ალბათობით გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს.
პსჟ „რეალს“ 15 თებერვალს და 9 მარტს დაუპირისპირდება, მოგეხსენებათ, პარიზულ გუნდში გადასვლამდე რამოსი ესპანურ გრანდში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.