ბრაზილიელმა მცველმა ბრემერმა "ტორინოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სამხრეთამერიკელი ტურინელებმა 2018 წელს "ატლეტიკო მინეიროდან" 5.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა 98 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.