იტალიის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ეროვნული ნაკრების და "სასუოლოს" თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
იანვარში რასპადორიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ჯაკომომ თავი "ემპოლისთან" (დუბლი) და "ტორინოსთან" გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.