მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სამხრეთ ამერკის ზონაში გრძელდება და საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე მხოლოდ ორი ტური დარჩა.
თუმცა, სატურნირო ცხრილში ვითარება ჯერ კიდევ დაძაბულია და მუნდიალის საგზური მხოლოდ ბრაზილიასა და არგენტინას აქვთ მოპოვებული. მე-16 ტურში ურუგვაის ნაკრებმა ვენესუელას 4:1 მოუგო, რის შედეგადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, „სელესტეს“ გადამწყვეტი მატჩი 24 მარტს, მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ პერუსთან ელოდება. პერუმ შინ ეკვადორთან 1:1 ითამაშა. ეს შედეგი უფრო მეტად ეკვადორელებს აძლევდათ ხელს, რადგან ყველაზე ახლოს მუნდიალთან სწორედ ისინი არიან.
რთულ ვითარებაში კოლუმბიის ნაკრები, რომელმაც არგენტინასთან 0:1 წააგო და ზედიზედ მეშვიდე მატჩი ჩაატარა ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა. რეინალდო რუედას გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური რომ მოიპოვოს, ბოლო ორ ტურში პრაქტიკულად სასწაული უნდა მოხდეს. სამაგიეროდ, შანსი შეინარჩუნა ჩილეს ნაკრებმა, რომელმაც ბოლივიას სტუმრად 3:2 მოუგო და მეექვსე ადგილზე აღზევდა.
ბოლივია - ჩილე 2:3
ურუგვაი - ვენესუელა 4:1
არგენტინა - კოლუმბია 1:0
ბრაზილია - პარაგვაი 4:0
პერუ - ეკვადორი 1:1
1. | ბრაზილია | 15 | 12 | 3 | 0 | 32 | 5 | 27 | 39 |
2. | არგენტინა | 15 | 10 | 5 | 0 | 23 | 7 | 16 | 35 |
3. | ეკვადორი | 16 | 7 | 4 | 5 | 25 | 15 | 10 | 25 |
4. | ურუგვაი | 16 | 6 | 4 | 6 | 19 | 22 | -3 | 22 |
5. | პერუ | 16 | 6 | 3 | 7 | 17 | 21 | -4 | 21 |
6. | ჩილე | 16 | 5 | 4 | 7 | 19 | 20 | -1 | 19 |
7. | კოლუმბია | 16 | 3 | 8 | 5 | 16 | 19 | -3 | 17 |
8. | ბოლივია | 16 | 4 | 3 | 9 | 23 | 35 | -12 | 15 |
9. | პარაგვაი | 16 | 2 | 7 | 7 | 9 | 23 | -14 | 13 |
10. | ვენესუელა | 16 | 3 | 1 | 12 | 14 | 30 | -16 | 10 |