ინგლისურმა „ჰალ სიტიმ“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სამი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
შოთა არველაძის გუნდმა სამივე მოთამაშე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატა. „ვეფხვებს“ „ფენერბაჰჩედან“ ირანელი თავდამსხმელი ალიაჰარ საიადმანეში შეუერთდა, რომელიც ბოლოს იჯარით ლუგანსკის „ზორიაში“ თამაშობდა და 50 თამაშში 15 გოლი გაიტანა.
„ჰალმა“ ასევე დაადასტურა „ბრენტფორდიდან“ ფინელი თავდამსხმელის, მარკუს ფორსის ტრანსფერი, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 7 მატჩიც ჩაატარა. მესამე ახალწვეული „სუონსი სიტიდან“ ნახევარმცველი ლიამ უოლში გახლავთ.
გარდა ამისა, ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ „ბრაიტონიდან“ 21 წლის ნახევარმცველი რაიან ლონგმენი გამოისყიდეს, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში „ჰალში“ იჯარით ითამაშა და 20 თამაშში 4 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩა. მან კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, „ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 32 ქულით მე-19 ადგილზეა. შოთა არველაძის დებიუტი „სუონსი სიტისთან“ (2:0) შედგა, მომდევნო მატჩს კი 5 თებერვალს შინ „პრესტონთან“ ჩაატარებს.