ფეხბურთი

19:46 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში "დინამო ბათუმის" სპარინგ მეტოქეები ცნობილია, ერთ-ერთი "რუბინი" იქნება

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ თურქული შეკრების მეორე ეტაპზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ამის შესახებ აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ერთ-ერთი სპარინგი ბათუმელებს ყაზანის „რუბინთან“ აქვთ დაგეგმილი, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს.

„დინამო ბათუმი“ 5 თებერვალს ბელგრადის „პარტიზანს“, 8 თებერვალს „რუბინს“, 11 თებერვალს „ლვოვს“, ხოლო 14 თებერვალს ტალინის „ლევადიას“ გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმმა“ პირველ შეკრებაზე ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა და პოზნანის „ლეხს“ 2:1 მოუგო, ხოლო „რაკოვთან“ ფრეს (3:3) დასჯერდა.

0.119603