ფეხბურთი

19:40 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო ძამპარინი გარდაიცვალა

იტალიური „პალერმოს“ ყოფილი პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ძამპარინი 80 წლის იყო და ბოლო პერიოდში ფეხბურთში აღარ მოღვაწეობდა. ის სხვადასხვა დროს „პროდენონეს“, „ვენეციასა“ და „პალერმოს“ პრეზიდენტი იყო.

„ვენეციასაც“ და „პალერმოსაც“ საუკეთესო პერიოდი სწორედ მისი პრეზიდენტობისას ედგა, სიცილიურ კლუბში კი არაერთი სახელგანთქმული ფეხბურთელი მისი შეძენელია - მათ შორის, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი, პაულო დიბალა, ედინსონ კავანი, ხავიერ პასტორე, ფაბრიციო მიკოლი.

0.122155