„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის წინა ხელმძღვანელობას, კერძოდ პრეზიდენტ ბარტომეუს, ბევრი ფინანსური დარღვევა ჰქონდათ, რამაც კლუბი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო, ამიტომ მათ პროკურატურაში უჩივლეს.
„კლუბის გამგეობას აინტერესებდა გაეანალიზებინა ეკონომიკური სიტუაცია და რესურსები, რაც ამჟამად გაგვაჩნია. კომპლექსური შემოწმება ჩავატარეთ უამრავი დარღევევბი აღმოავაჩინეთ. მათ შორის, წინა პრეზიდენტის მხრიდან.
ბიუჯეტი არაკეთილსინდისიერად იხარჯებოდა და ეს მავათნა გამდიდრებას იწვევდა. შოკირებული გახლდით.
შეგროვილი საბუთები პროკურატურას გადავუგზავნეთ და ახლა დამნაშავეებს ისინი გამოავლენენ.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.