20 წლის მცველის, მეისონ გრინვუდის სკანდალურად გაშვების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შიდაპოლიტიკა ნაწილობრივ შეცვალა. მაგალითად, სხვა კლუბში აღარ უშვებს ნახევარმცველ ჯესი ლინგარდს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჯეიმს დაკერი.
ლინგარდს თურმე „ნიუკასლი“ და „ვესტ ჰემი“ იწვევდნენ, მაგრამ კლუბმა არ გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, მეისონმა მეგობარი გოგონა სცემა. გოგონამ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ფეხბურთელი კლუბიდან დაითხოვეს.