იუვენტუსის ნახევარმცველი, დუგლას კოსტა, რომელიც იჯარით „გრემიოში“ თამაშობდა, კარიერას ამერიკულ „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ გააგრძელებს - წერს ტვიტერში იტალიელი ჟურნალისტი, რომეო აგრესტი.
ახლახან დასრულებულ ბრაზილიის ჩემპიონატში კოსტამ 26 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. „გრემიომ“ კი უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა.
კოსტა „გრემიოს“ აღზრდილია და 2008-09 წლებში ამ კლუბის ღირსებას იცავდა, საიდანაც შემდეგ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა. უთამაშია „ბაიერნსა“ და „იუვენტუსშიც.“