„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჟერმენ დეფომ, ინგლისის რიგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „სანდერლენდთან“ სეზონის ბოლომდე მოაწერა კონტრაქტს ხელი.
დეფოს „შავი კატების“ რიგებში 2015-17 წლებშიც უთამაშია.
2020 წლის აგვისტოდან 2022-ის იანვრამდე ის „რეინჯერსის“ ღირსებას იცავდა. 74 მატჩში 32 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2004-08 და 2009-14 წლებში დეფო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახლდათ.
ინგლისის ნაკრებში კი 57 მატჩში 20-ჯერ გამოიჩინა თავი.