ფეხბურთი

11:19 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ უილიამსი „ფულემში“ იჯარით გაუშვა

„ლივერპულის“ უელსელი მცველი, ნეკო უილიამსი, მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით „ფულემში“ ითამაშებს. - გვამცნობს „დამსვენებლების“ პრესსამსახური.

20 წლის მცველი „ლივერპულის“ აღზრდილია. პრემიერლიგაში დებიუტი მას 2019-20 წლების სეზონში ჰქონდა. ჯამში, „წითლების“ პირველ გუნდში, ყველა ტურნირში მან 33 მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.

ასევე 17-ჯერ მოირგო უელსის ნაკრების მაისურა და ორი გოლი გაიტანა.

0.116827