ფეხბურთი

10:52 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დელე ალი „ევერტონის“ ფეხბურთელი გახდა

25 წლის ინგლისელი ნახევარმცველი, დელე ალი, „ტოტენჰემიდან“ „ევერტონში“ გადავიდა - გვამცნობს „დეზების“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი ტვიტერში წერს, რომ ამ გარიგებიდან „ტოტენჰემი“ 12 მილიონ ევროს მას შემდეგ მიიღებს, როცა ალი „ევერტონში“ 20 მატჩს გამართავს. კიდევ 35-40 მილიონით კი, ჩრდილოლონდონური კლუბი თავად ფეხბურთელის, ან გუნდის მიერ რაიმეს მიღწევის შემთხვევაში გამდიდრდება.

დელე ალიმ „ტოტენჰემში“ შვიდ წელიწადს ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე 269 მატჩი გამართა და 67 გოლი გაიტანა.

0.239998