ავტოსპორტი

1:36 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ახალმა სარბოლო მანქანამ ქრეშ ტესტი ჩააბარა

„მერსედესის“ ახალმა სარბოლო ავტომობილმა, რომლის ინდექსია W13, სავალდებულო ქრეშ ტესტები გაიარა. ამგვარად, წინასასეზნ ტესტების დასაწყებად, ის პრაქტიკულად მზადაა.

წინა კვირაში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონსტრუქტორთა ჩემპიონატის გამარჯვებულების მანქანა ქრეშ ტესტს ვერ გადიოდა და შესაბამისად, ჰომოლოგაციის პროცესს ვერ გადიოდა. იმ ინფორმაციის შესაბამისად, გაჭირდა გვერდიდან შეჯახების ტესტის გავლა. თუმცა ორშაბათს გუნდმა გამოაცხადა, რომ სავალდებულო ტესტი 13 იანვარს გაიარა.

ქრეშ ტესტები, რამდენიმე ნაწილისგან შედგება და შეჯახებაზე მანქანის გამძლეობას ამოწმებს. მათ შორისაა უსაფრთხოების კაპსულის, გადაყირავების სტრუქტურის (პილოტის თავის მაღლა არსებული რკალი), საჭის მექანიზმის, თავის საყრდნობის, ასევე წინიდან, უკნიდან და გვერდებიდან შეჯახებაზე გამძლეობის ტესტები.

ახალი სეზონის წინ, ფორმულა ერთმა ტესტების პროგრამები კიდევ უფრო გაამკაცრა. ყველაზე მეტად, ეს შეჯახებაზე ტესტებს შეეხო. ახალი რეგლამენტით, ავტომობილების მინიმალური წონა 795 კილოგრამამდე გაიზარდა. ეს კი ნწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ შეჯახების გასაძლებად, შესაბამისი სტრუქტურები გაძლიერებულიყო.

თეგებიმერსედესი
0.121647