ფეხბურთი

18:16 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად კუპატაძე: "ისტორია უკვე დავწერეთ, მაგრამ ახალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც 42 წლის მეკარემ აღნიშნა, რუსეთი ტურნირის ფავორიტია, მაგრამ საქართველომ ახალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს.

„ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ტურნირის ფავორიტია. ძალიან ძლიერი გუნდია. ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და ვიბრძოლოთ ახალი მიზნებისთვის. ჯგუფური ეტაპი უკვე დავივიწყეთ და ვემზადებით მეოთხედფინალისთვის. ვიცით, რამდენად პრინციპული მეტოქეა რუსეთი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს დავდებთ მოსაგებად და თამაში აჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი", - თქვა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და რუსეთის მატჩი 1 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.117731