ფეხბურთი

13:30 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "მამარდაშვილმა "ვალენსიადან" გაშვება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო"

გიორგი მამარდაშვილს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ვალენსიას“ დატოვება უნდოდა, რადგან სათამაშო დროის არქონით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა fichajes.net-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, გიორგიმ ძირითადში ადგილის დაკარგვის შემდეგ ხელები ჩამოუშვა და ვარჯიშებზე მისი მოქმედებებით ხოსე ბორდალასიც უკმაყოფილო ყოფილა. თუმცა, კლუბმა 22 წლის ქართველ მეკარეს გუნდის დატოვება ამჯერად უარი უთხრა.

„ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი მესამე მეკარის პოზიციაზე დაქვეითების შემდეგ გუნდიდან წასვლას ითხოვდა, თუმცა, „ვალენსიაში“ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

სეზონის დასაწყისში იასპერ სილესენის ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი სეზონის ერთ-ერთი სიურპრიზი გამოდგა. მას შემდეგ მან ხაუმე დომენეკსაც აჯობა და თავისი ღირსება აჩვენა. თუმცა, ნიდერლანდელის გამოჯანმრთელების შემდეგ, სათადარიგო სკამზე მამარდაშვილი დაბრუნდა.

ქართველმა მეკარე ძირითადში ადგილის დაკარგვის შემდეგ ხელები თითქოს ჩამოუშვა. ვარჯიშის დროს მისი დამოკიდებულება ხოსე ბორდალასს საერთოდ არ მოეწონა და ამიტომაც, სილესენის ახალი ტრავმის შემდეგ ნიდერლანდელი მეკარის ნაცვლად ხაუმე აირჩია.

ამიტომ, გიორგი მამარდაშვილი წასვლას ითხოვდა. ფეხბურთელებს ზოგადად არ უყვართ სათამაშო წუთების არქონა და ამ მიზეზით ერჩივნა სხვა გუნდში იჯარით გადასვლა, სადაც უფრო მეტი დრო ექნებოდა, ვიდრე „ვალენსიაში“.

სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილით რამდენიმე ინგლისური და იტალიური კლუბი ინტერესდებოდა. თუმცა, ამაზე უფრო მეტად ქართველი ფეხბურთელის აგენტები საუბრობენ. მოულოდნელობა თუ არ მოხდება, ქართველი მეკარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ დარჩება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ზაფხულში 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მან პრესეზონის მატჩებში თავი გამოიჩინა და სეზონის სტარტზე ლა ლიგაში 6 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, აქედან ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველ ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. თუმცა, სექტემბრიდან მოყოლებული აღარ უთამაშია და სათადარიგო სკამზე ყოფნა უწევს. დეკემბერში „ღამურებმა“ „დინამო თბილისდან“ მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

0.115591