კრისტიან ერიკსენი ფეხბურთში დაბრუნდა და კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ერიკსენმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, მაგრამ 1 წლით განახლების ვარიანტი. მან ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და თამაში უფლება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი ბოლოს მილანის „ინტერში“ ირიცხებოდა, მაგრამ კარდიოსტიმულატორით იტალიაში თამაში არ შეეძლო, ამიტომაც კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.
კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა 2020 წლის 12 ივნისს, დანიისა და ფინეთის ნაკრებთა მატჩში მოუვიდა.