თამაშგარე

11:34 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დესირე კორდერო რონალდუს არ ეშვება

ესპანელი მოდელი დესირე კორდერო, რომელიც ბოლოს არგენტინელი ფეხბურთელის, იოახიმ კორეას გულისსწორი იყო, ბევრი ცნობილი ადამიანის მსგავსად ავტობიოგრფიული წიგნის დაწერას აპირებს და ამ წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი არა კორეას, არამედ სულ სხვა ფეხბურთელს, არგენტინელზე ბევრად უფრო წარმატებულ მობურთალს უნდა დაეთმოს.

საუბარია პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც დესირეს გულისსწორი 2016 წელს სულ რამდენიმე თვე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრფიალებამ არ გაამართლა და წყვილი მალევე დაშორდა, ესპანელმა მოდელმა როგორც ჩანს კარგად უწყის რონალდუს სახელი მისი წიგნის პოპულარიზაციას რამდენად კარგად წაადგება.

ევროპის ბულვარული მედიის მტკიცებით, როდესაც ეს ამბავი კრიშტიანუს ყურამდე მივიდა, დესირე კორდეროს ტელეფონზე დაურეკა და სთხოვა წიგნში მათი ურთიერთობის შესახებ არ დაეწერა (ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ თითქოს საამისოდ ფულიც შეაძლია) მაგრამ როგორც ჩანს ეს ქალი თავისას მაინც ბოლომდე გაიტანს და წინ საინტერესო ამბავთა კრებული გველოდება.

0.127643