ავტოსპორტი

4:19 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ოჟიე: ჰამილტონი გაძარცვეს

რალიში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ოჟიე ამბობს, რომ ლუის ჰამილტონს ფორმულა 1-ის ჩემპიონის მერვე ტიტული მოპარეს.

ამჟამად მოტორსპორტის სამყაროში მთავარი თემა, ფ1-დან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის შესაძლო წასვლაა. არსებობს ვარაუდი, რომ „მერსედესის“ პილოტმა, აბუ დაბის რბოლის ბოლოს მომხდარის გამო, რამაც გამარჯვება და ტიტული დააკარგვინა, შეიძლება თავისი კარიერა დაასრულოს.

ჰამილტონს თავის სოციალური მედიის გვერდებზე 11 დეკემბრის შემდეგ არაფერი დაუწერია. ეს კი აბუ დაბის რბოლის წინ დღეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამერიკაში, შტატ კოლორადოში არსებულ ვილაში იმყოფება და დროს მთებში ატარებს.

„ვფიქრობ, ის დაბრუნდება. ის ულტა კონკურენტულ გარემოში, ამ მომენტისთვის საუკეთესო გუნდთან ერთადაა. ეს მისთვის ურთულესი სიტუაციაა. დარწმუნებული ვარ, ის თავს გაძარცვულად გრძნობს“, - ამბობს ოჟიე, ვინც რალიში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ მიმდინარე სეზონში, მხოლოდ რამდენიმე ეტაპზე იასპარეზებს.

ოჟიე ასევე ამბობს, რომ მაქს ფერსტაპენს პატივს სცემს. ჰოლანდიელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, რომლის უმეტესი ნაწილი ლიდერის რანგში გაატარა: „მას არ გაუმრთლა, რომ ყველაფერი ასე მოხდა. რაც უნდა იყოს, ორივე დიდი ჩემპიონია. იმ რბოლის ბოლოს კი ჩვენ ძარცვა ვნახეთ. ეს კი ჰამილტონისთვის ძალიან რთულად აღსაქმელია“, - ამბობს 38 წლის ოჟიე.

0.117786