სხვა

3:12 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კობაიაშიმ პეკინის წინ ბოლო შეჯიბრი მოიგო

იაპონელმა ტრამპლინიდან მხტომელმა, რიოიუ კობაიაშიმ, ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიო თასზე მეშვიდე გამარჯვება, დიდი მთის შეჯიბრი მოიგო, რომელიც გერმანიის ვილინგენში გაიმართა.

კობაიაში, ვინც პეკინში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, 145 მეტრზე გადახტა, რისთვისაც მსაჯებისგან 115.6 ქულა დაიმსახურა. მან შორს ჩამოიტოვა მეორეზე გასული ნორვეგიელი ჰალვორ ეგნერ გრანერუდი. მესამე ადგილზე კიდევ ერთი ნორვეგიელი, მარიუს ლინდვიკი გავიდა.

ვილინგენის ხტომები, წვიმის და ძლიერი ქარის აკომპანიმენტით ჩატარდა, რის გამოც, ორგანიზატორებმა ის თითო ცდამდე შეამცირეს.

„რა თქმა უნდა, გამარჯვებით გახარებული ვარ. ამინდის გამო გამიმართლა კიდეც. მაგრამ იღბალი ისაა, რის გარეშეც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვერ ახვალ. მართლა ძალიან რთული დღე იყო“, - განაცხადა იაპონელმა, ვინც ოთხი მთის პოპულარულ ტურნირზე, ოთხიდან სამი ეტაპი მოიგო.

25 წლის კობაიაში მსოფლიო თასზე ლიდერია და მეორეზე მყოფ გერმანელ კარლ გაიგერს 27 ქულას უგებს. გაიგერს ვილინგენში ხელი მოეცარა და მხოლოდ მე-19 შედეგს დასჯერდა.

0.137573