ჩოგბურთი

2:06 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრეიჩიკოვამ და სინიაკოვამ ავსტრალიის ღიას ქალთა წყვილების ტურნირი მოიგეს

საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონებმა ჩეხეთიდან, ბარბორა კრეიჩიკოვამ და კატერინა სინიაკოვამ, ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა წყვილების ფინალში, ყაზახი ანა დანილინას და ბრაზილიელი ბეარიც ჰადად მაიას წყვილი 6-7(3), 6-4, 6-4 დაამრცხეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

ჩეხების წყვილი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია და პირველ ნომრად იყო განთესილი, მელბურნში ფინალში შარშანაც გავიდა, მაგრამ კორტი წაგებულმა დატოვა. თამაში ამჯერადაც მათთვის ცუდად დაიწყო - განუთესავ მეტოქესთან პირველი სეტი ტაიბრეიკზე დათმეს.

მაგრამ კრეიჩიკოვამ და სინიაკოვამ მალე საკუთარი რიტმი იპოვნეს და მეორე სეტის მიწურულს მოპოვებული ბრეიკით, სეტებში ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტი სეტის მეხუთე გეიმში მათ კიდევ ერთხელ შეძლეს მეტოქის მოწოდების აღება. ორი გეიმის შემდეგ მათ კიდევ ერთ ბრეიკს მიღწიეს. და მიუხედავად იმისა, რომ დანილინამ და ჰადად მაიამ მალე ერთი ბრეიკის გაქვითვა შეძლეს, ჩეხებმა დანილინას მოწოდებაზე შეძლეს საკუთარი გეიმის მოგება და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

კრეიჩიკოვამ და სინიაკოვამ ერთად უკვე დიდი სლემის მეოთხე ტიტული მოიპოვეს. პირველი სამი ტიტული მათ საფრანგეთის ღიაზე (2018 და 2021 წლებში) და უიმბლდონზე (2018 წელს) მოიპოვეს.

0.107454