ფეხბურთი

10:50 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი მზადაა "ბარსელონაში" თამაშისთვის ხელფასი შეიმციროს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი მზადაა „ბარსელონაში“ გადავიდეს და ამის სანაცვლოდ ხელფასიც შეიმციროს.

ესპანური გრანდი გაბონელი ფორვარდის დამატებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ალვარო მორატას ტრანსფერი ჩაიშალა. აფრიკელ თავდამსხმელს „არსენალის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და ტრანსფერზეა დაყენებული, მაგრამ „ბარსაში“ მის გადასვლას ხელისშემშლელი ფაქტორი მაინც აქვს - უსმან დემბელე.

„ბარსელონა“ ობამეიანგის დამატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ როგორმე მოახერხებს და ფრანგ შემტევს გაყიდის. თუმცა, დრო ცოტა - სატრნასფერი ფანჯარა დღეს იხურება.

მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალში“ 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემია მიითვალა.

0.117681